Old School Gym დაარსდა 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომი და
ნარკომანია ბობოქრობდა. ფიტნეს კლუბის თავდაპირველი მისია ახალგაზრდობის ქუჩისგან მოშორება და მათი
ცხოვრების სტილში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იყო.
ზოგადად Old School ითარგმნება როგორც "ძველი სკოლა" და ბევრ ასპექტში იხმარება. ბოდიბილდინგში ეს
ტერმინი უკავშირდება 1970-იან წლებს, რომელსაც ოქროს ხანას უწოდებენ. იმ დროის წარმატებული
ბოდიბილდერები, არნოლდ შვარცნეგერი, ლარი სკოტი, ფრანკო კოლუმბო და სხვები, სანაპიროზე
ვარჯიშობდნენ ხალხის თანდასწრებით და ამით ეწეოდნენ ბოდიბილდინგის პოპულარიზაციას.
იმ პერიოდის და დღევანდელი ბოდიბილდერების აღნაგობა საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტი
ყურადღება ეთმობოდა პროპორციებს და ესთეტიურობას, ვიდრე სიდიდეს. ნაკლებ ქიმიურ ანაბოლურ სტეროიდებს
მოიხმარდნენ და მეტ ნატურალურ საკვებს და დანამატებს იღებდნენ. სწორედ ამ პერიოდის საპატივცემულოდ
დაერქვა ჩვენს დარბას Old School Gym.
დღე Days |
საათი Hours |
---|---|
ორშაბათი - შაბათი Monday - Saturday |
10:00 - 23:00 |
კვირა Sunday |
11:00 - 16:00 |
მისამართი: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, მე-18 კორპუსი.
დარბაზი მდებარეობს დიღმის მასივში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, მაიაკოვსკის
ძეგლის გვერდზე. რესტორან "შემოიხედე გენაცვალეს" ქვემოთ. შესასვლელი საკანცელარიო მაღაზიის
გვერდიდან.
დიდუბის მეტროდან არის 2 გაჩერება, ან ფეხით 10 წუთის გზა.
Address: Dighomi Massive, VI Quarter, building 18
Gym "Old School Gym" is located in Dighomi Massive, on Grigol Robakidze avenue, near
Mayakovski
Statue. Under restaurant "Shemoikhede Genatsvale". Entrance beside stationery store.
2 bus station from Didube Metro Station, or 10 minutes walk.